ზელენსკი:უკრაინაში ჩამოვიდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც “ყველაფრის ჩამოგდება“ შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის ორი ახალი სისტემა ჩავიდა.

„დღევანდელი მთავარი სიახლე არის ის, რასაც ყველა დიდი ხანია ველოდით. რისთვისაც თვეების განმავლობაში სხვადასხვა დონეზე ვმუშაობდით. შედეგად, უკრაინაში კიდევ ორი ​​საჰაერო თავდაცვის სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მაგრამ ეს ის სისტემებია, რომლებიც ყველაფერს ჩამოაგდებს. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით, სისტემები არ არის საკმარისი უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ“, – თქვა მან.