ზელენსკი აცხადებს, რომ კურსკში 1 თვიანი ოპერაციის შედეგად რუსეთმა დაახლოებით 6 000 სამხედრო დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  რამშტაინ-24-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 1-თვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსულმა არმიამ დაახლოებით 6 000 სამხედრო დაკარგა.

“დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ 1 300 კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას კურსკის ოლქში, მათ შორის 100 დასახლებულ პუნქტს. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ისინი უბრალოდ გაიქცნენ, როცა ჩვენი ჯარის მოახლოება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ჩვენს კონტროლქვეშ საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოექცა. ამ დროისთვის, 1 თვის განმავლობაში, ჩვენი ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქში რუსეთმა დაახლოებით 6 000 სამხედრო დაკარგა – ჩათვლილი არიან დაშავებულებიც”, – თქვა ზელენსკიმ.