ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან 3 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

მარიუპოლიდან 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია, ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ჩართულობითა და თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, რადგან წითელ ჯვარს სამაშველო სამუშაოების შეწყვეტა “პირობებისა და მოწყობილობების არარსებობის გამო” მოუწია.