შაბათი, 21 დეკემბერი , 2024, 20:07

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს

უკრაინის  პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას  სუჯაზე სრული კონტროლი აქვს და იქ სამეთაური პუნქტს აყალიბებენ.

ამის შესახებ, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, გენერალ სირსკიზე დაყრდნობით ისაუბრა.

გენერალმა სირსკიმ, გუშინ განაცხადა, რომ  უკრაინის კონტროლქვეშ იმყოფება 82 დასახლებული პუნქტი 1150 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.