უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზეკენსკი დონეცკის რეგიონში ბახმუტთან, უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციებს ეწვია. ვიზიტის დროს მან მოისმინა ანგარიშები ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.
“მე მაქვს პატივი, რომ ვიყო დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში, და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოვართვი. გმადლობთ, რომ იცავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, უკრაინის აღმოსავლეთს”. – განაცხადა ზელენსკიმ.