უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე ბელარუსში. მისი თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტები არ მოფრინავს უკრაინის ტერიტორიაზე.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შევხვდეთ, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ყველა ვთავაზობთ ამას რუსულ მხარეს. ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები არ დაფრინავს.. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება რეალური”.- ამბობს ზელენსკი.
მანვე აღნიშნა, რომ მინსკი მოლაპარაკებებისთვის არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა აირჩია.
მანამდე კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა.