უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი, დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა.
ზელენსკი, ქალაქ პოკროვსკიდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს პირადად წარუდგინა გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი გნატოვი.
- გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ, 2 დღის წინ, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლის ნაცვლად დანიშნა.