პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ჩამოყალიბდება ინტერნაციონალური ლეგიონი. მისი განმარტებით ლეგიონი დაკომპლექდება იმ უცხოელებით, რომლებიც მზად არიან უკრაინას დაეხმარონ რუსი დამპყრობლის მოგერიებაში.
“ყველა უცხოელს, რომელსაც სურს რუს ოკუპანტებთან ბრძოლას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას შეუერთდეს, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი. ეს იქნება თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება”,– განაცხადა ზელენსკიმ.
უცხოელებს დეტალების შესახებ შეუძლიათ შეიტყონ საკუთარ ქვეყნებში უკრაინის საელჩების დახმარებით.