უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა არ მიუახლოვდნენ რუსულ სამხედრო ობიექტებს, რადგან არსებობს აფეთქების საფრთხე.
“ყოველ დღე, ყოველ ღამე, ჩვენ ვხედავთ ახალ ინფორმაციას აფეთქებების შესახებ ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული. მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს ყირიმში, სხვა რეგიონებში, სახელმწიფოს სამხრეთით, დონბასის და ხარკოვის ოკუპირებულ რაიონებში, იყავით ძალიან ყურადღებით. გთხოვთ, ნუ მიუახლოვდებით რუსული არმიის სამხედრო ობიექტებს და იმ ადგილებს, სადაც საბრძოლო მასალებს და ტექნიკას ინახავენ, სადაც შტაბები აქვთ.“– თქვა ზელენსკიმ.
მან ასეევ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე ყირიმში რუსების ინფრასქტრუქტურა, საბრძოლო მასალების საწყობები, ტექნიკის განლაგების ადგილები და სამეთაურო პუნტებია.