ზელენსკი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე ყოველწლიური სესია იხსნება.

დღეს სამიტზე სიტყვით გამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი.

ასამბლეას ესწრება 288 პარლამენტარი ალიანსის 30 ქვეყნიდან, ასევე ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან.

უკრაინამ სექტემბრის ბოლოს მიმართა ნატოს განაცხადით დაჩქარებული წესით მიღების შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ფონზე.

ნატოს ბევრი წევრი მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას.