”უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, თხოვნა უნდა შესრულდეს. ყველამ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი საკუთარ მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაღაცას სთხოვს ან ეუბნება, დასრულებული არ ექნებოდა ის ციტატა, რომ შესრულებული ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას, სამარცხვინოდ ამას გააკეთებდა.
გაიხსენეთ უახლოეს წარსულში რა ხდებოდა. იგივე გიორგი გაბუნიას განცხადებებთან დაკავშირებით, საჩვენებელი დასჯა რომ მოაწყვეს, ყველაზე მეტად იაქტიურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საჩვენებელი დასჯა რომ მოუწყვეს 20 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს იმიტომ, რომ ვიღაცა არარაობა ჩამოვიდა საქართველოში და ის არ გააჩერეს. ელარჯის წელვის გამო რომ გააგდეს პოზნერი, იმ ქართველ ახალგაზრდებს როგორ მოექცნენ, ლავროვის შვილის გამო როგორ მოექცნენ ქართველ ახალგაზრდებს.
ყველა ქართველს მოვუწოდებ წარმოიდგინოს რუსეთის პრეზიდენტი რომ ამბობდეს ან მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ მოქალაქეზე რაღაცას, როგორ მოიქცეოდნენ”
აცხადებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან, ელჩისთვის ქვეყნის დატოვების მოთხოვნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.