უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განიხილავენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას.
მისი თქმით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა მიიღო.
ზელენსკის შეფასებით, მოსკოვის მიერ მისი ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება შემდგომი სამხედრო თავდასხმის შემზადებაა.
“მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ქმნის საფუძველს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიისთვის, რითაც არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო ვალდებულებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.