პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ყოველდღიური მიმართვა უკრაინის „სულიერ დამოუკიდებლობას“ მიუძღვნა. და ეს პირდაპირ უკავშირდება ბოლო დროს ჩატარებულ ჩხრეკას ათეულობით ძიებასთან კიევ-პეჩერსკის ლავრაში და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ობიეტებში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ამ საკითხზე რამდენიმე ინიციატივა გამოაცხადა:
უკრაინის რადას წარედგინება კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ შესახებ (ამ განსაზღვრებას სრულად შეესაბამება მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც ჰქონდა და აქვს დიდი გავლენა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე.)
ეთნიკური პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების ექსპერტიზას ჩაატარებს მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის კუთხით.
კიევ-პეჩერსკის ლავრა (იგივე კიევ-პეჩერსკის ისტორიული და კულტურული ნაკრძალი) შემოწმდება რელიგიური ორგანიზაციების მიერ მისი ქონების გამოყენებაზე.
მღვდლების წინააღმდეგ, ვინც რუსეთთან თანამშრომლობენ სანქციები დაწესდება, მათი ვინაობა საჯაროდ გახდება ცნობილი.
„ამ და სხვა გადაწყვეტილებებით ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის სულიერ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის სიდიდით მეორე მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში მილიონობით მრევლით და ათიათასობით საკულტო ნაგებობით. 2022 წლის მაისში მისმა საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო ომის დაწყებიდან სულ მცირე 400 სამრევლო გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.