ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე ახლაგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ერთი პირია დაკავებულია.