“როდესაც ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებს ფუთავთ ენერგოდამოუკიდებლობით,და მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ის აუცილებლად დამარცხდება” – ამ წუთებში, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ნამახვანჰესის პროექტს ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.
”როდესაც ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებს ფუთავთ ენერგოდამოუკიდებლობით ამართლებთ, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე საუბრობთ, ხელისუფლება რომელიც არ უსმენს ხალხს და მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ის აუცილებლად დამარცხდება, თქვენ და თქვენ გუნდს საქართველო წარმოგიდგენიათ როგორც მომხმარებელი და არა მწარმოებელი სახელმწიფო და იმ ანტისახელმწიფოებრივ პროექტებში მონაწილეობის გამო მოვა დრო და აუცილებლად დაისჯებით ყველა, ვინც იღებთ მონაწილეობას ამაში – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.