TV პირველის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია.
ხარაზიშვილი, “ავერსის” კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლებისთვის მიიყვანეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, მას მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
მედიკოსი, რომელმაც ხარაზიშვილის დაზიანებები დაათვალიერა, ამბობს, რომ მასზე დაკვირვება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოტეხილობა არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე მყესის დაზიანება აქვს, მაღალი ხარისხის, მხრის სახსრის დაზიანებაა. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს, ანამნეზი, საიდან, როგორ მიიღო, ვერ გეტყვით“, – ავერსის კლინიკის რადიოლოგის, სოფო მიქიაშვილი.