„პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საქართველოში ევროკავშირის მიერ 9 დათქმიდან მნიშვნელოვანი შესრულების ერთ-ერთი მაგალითი, (დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობ) სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე უფრო პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები და შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ ანგარიშის მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი იყო ოპოზიციის მიმართ აგრესია და ზიზღი“,
ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიში.