ზოგიერთი მედია საშუალება ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს – ილია მეორე

“ზოგიერთი მედია საშუალება ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს”- საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე საზოგადოების ნაწილისა და მედიასაშუალებების მხრიდან ეკლესიის მისამართით გამოხატულ მკვეთრად უარყოფით სიძულვილის ენაზე საუბრობს. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“ – ნათქვამია პატრიარქის მიერ გავრცელებულ ეპისტოლეში.