ზოგიერთის არშემოსვლა მთელი საქართველოსთვის იქნება კომფორტი – დაჩი ბერაია

ქართული ოცნების დეპუტატი დაჩი ბერაია ამბობს, რომ ზოგი ოპოზიციონერის პარლამენტში არშესვლა საქართველოსთვის კომფორტი იქნება.

“მართალი გითხრათ, ზოგიერთი მათგანის არშემოსვლა მთელი საქართველოსთვის იქნება კომფორტი, ზოგიერთი მათგანის… ისინი მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და ეს ახალი არაა არც საზოგადოებისთვის, არც ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის აუცილებელია, იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და იყოს განსხვავებული აზრის ჭიდილი, თუმცა, ეს მათი არჩევანია და უპასუხისმგებლო ოპოზიცია ირჩევს ამ გზას…”,– ამბობს ბერაია.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდა. მე–10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ერთპარტიულად ჩატარდა. ამ დროისთვის მანდატებზე უარი არ უთქვამს ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეებს და რესპუბლიკურ პარტიას. რაც შეეხება გირჩს, პარტიაში ამბობენ, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მანდატებზე უარს ისინიც იტყვიან.