ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის – დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ კახეთში მოსავლის დაბინავების პრობლემაა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

“არცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ყოფილა 2012 წლიდან დღემდე, თუმცა არ ჩატარებულა არცერთი რთველი ისე, რომ ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულიყოს და პოლიტიზებული არ ყოფილიყოს რთველის მიმდინარეობის პროცესი. ძალიან სამწუხაროა ამის აღნიშნა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ცდილობენ, ამაზე ააგონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი”,– ამბობს დავითაშვილი ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს, ხოლო შავ ყურძენში ლარს გადაიხდის. გარდა ამისა, დავითაშვილი აღნიშნავს, რომ მევენახეებს სრულად განადგურებულ ფართობებზე 1 ჰექტარზე 3 000 ლარს გადაუხდიან.