“ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით კარგი წესით და კონტროლის ქვეშ, ამ დროს კი სხვები აშკარა პანიკით გარბოდნენ” – მის შესახებ? დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გაცრცელებულ ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც Twitte-ზე გამოქვეყნდა.
დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტროლის დამყარებას ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო რუსული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონიდან გაიყვანეს და დასავლეთით გადაიყვანეს.
“რუსული ჯარების გაყვანის გზა ბოლო კვირის განმავლობაში განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით კარგი წესით და კონტროლის ქვეშ, ამ დროს კი სხვები აშკარა პანიკით გარბოდნენ. რუსული ძალების უკანდახევის შედეგად მიტოვებული მაღალი ღირებულების აღჭურვილობა მოიცავდა შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის საარტილერიო-ცენტრული ომის სტილის გასააქტიურებლად”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.