ზოგჯერ ნამდვილად საჭიროა,რომ დიდ კაცს სამარცხვინო შთამომავალი არ დარჩეს – ნათელაშვილი გიორგი გამსახურდიაზე

“ზოგჯერ ნამდვილად საჭიროა,რომ დიდ კაცს სამარცხვინო შთამომავალი არ დარჩეს “- ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი  შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, განცხადებს რომლითაც გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

ცნობისთვის,ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით სოფელ ხიბულაში – სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბოლო წუთები გაატარა, რესტავრაცია ჩაუტარდა და მალე მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მედიათეკაც.სწორეს ამის გამო უხდის მადლობას  გიორგი გამსახურდია  ბიძინა ივანიშვილს.

“ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის. ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ.” – წერს გიორგი გამსახურდია.