ასტროლოგები ზოდიაქოს 4 ნიშანს გამოყოფენ, ვისაც ივნისში ფინანსური წარმატება ელით. მათი თქმით, საქმე ეხება დაუგეგმავ შემოსავალს – ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, პრემია, დიდი ხნის წინ დავიწყებული ვალის დაბრუნება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ფულის მიღება თვის პირველ რიცხვებში ელით. სოლიდური თანხა მათ ძველი ფინანსური პრობლემების მოგვარებაში და რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მორიელი
მორიელებს ვარსკვლავები და პლანეტები ფულად შემოსავალს 20 ივნისის შემდეგ უწინასწარმეტყველებენ. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ამ პერიოდში შეიძლება მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწეროს ხელი, რომლებსაც მსხვილი თანხის შემოსავალი მოყვება.
ვერძი
იღბლიანთა რიცხვში ვერძებიც შედიან. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე დიდი ხნის მანძილზე ფინანსური სირთულეები ქონდათ, ახლა ყველა პრობლემა გამოსწორდება.
უნდა ითქვას, რომ თვის პირველ ნახევარში არაფერი შეიცვლება. ფინანსური გაუმჯობესება და კარიერული წინსვლა ვერძებს 15–20 ივნისის შემდეგ ელით.
თევზები
თევზებს დიდი ძალისხმევა მართებთ, რომ სამსახურში პრობლემები მოაგვარონ. სწორედ ამ პრობლემების გამოსწორების შედეგად შეიძლება მათი კარიერული და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება.