ზუგდიდის საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდპაციენტი გაიქცა. მთავარი არხის ინფორმაციით  პაციენტმა – შუა ხნის ქალმა, რომელსაც ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა, საავადმყოფოს გამოკვლევებისთვის მიმართა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი, მედპერსონალის მოწოდებებს არ დაემორჩილა და კლინიკიდან გაიქცა.

გაქცეული პაციენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავეს. ის ამჟამად ანაკლიის სასტუმროში გადაჰყავთ.