ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავა გახდა. მას მხარი დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამაც.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25-მა დეპუტატმა მიიღო. “ქართულმა ოცნებამ” მონაწილეობაზე უარი თქვა. ისინი გახარიას პარტიის წევრებს ენმ-სთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ.