ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები, პასუხისმგებლობას ლევან ხაბეიშვილს აკისრებენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებენ.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. იმისათვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს დიდი გადატვირთვა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზების გამოსანახად, ვთვლით, რომ ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერჯერობით კიდევ გაგვაჩნია.
მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თავმჯდომარე, წევრები და ამავე ფრაქციიდან საკრებულოს თანამშრომლები:
- მაია კალანდია;
- თემურ ბასილაია;
- კახა ჩანგელია;
- მაია გაწერელია;
- გიორგი სორდია;
- მარიამ ახალაია;
- ბესიკ გაბუნია;
- გია მამფორია;
- ლაშა ბეჭვაია;
- დარეჯან გაბედავა;
- ხათუნა შამუგია;
- მირანდა ესებუა;
- თამთა ჭიჭინაძე;
- პაატა ადამია;
- მირანდა გოგოხია;
- მაია კუკავა;
- ბესიკ ჭეჟია.