ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განმარტებით, პაციენტი თავის ტვინის დაზიანების დიაგნოზით იყო მოთავსებული.
„მამაკაცი მკურნალობას გადიოდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, თავის ტვინის კეროვანი ტრამვის დიაგნოზით. მდგომარეობა იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი და იგეგმებოდა პაციენტის გაწერა ბინაზე, თუმცა ღამის საათებში პაციენტი მოულოდნელად გადახტა მეოთხე სართულიდან. სამწუხაროდ, პაციენტი ადგილზე გარდაიცვალა და გადასვენებულია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”,- თქვა სულხან ორჟონიამ.
შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.