ზუგდიდის 43 საარჩევნო უბნის მონაცემებით ანზორ მელიას 47.5% აქვს, წოწერიას 39%

ზუგდიდის 43 საარჩევნო უბნის მონაცემებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას 47.5% აქვს, “ქართული ოცნებიდან” მამუკა წოწერიას 39%.

ზუგდიდის ოლქში სულ 108 უბანია, აღნიშნული მონაცემები ზუგდიდის ოლქის უბნების 18.3%-ს შეადგენს და პროცენტული ერთეული შეიცვლება, თუმცა სავარაუდოდ ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება.