შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.