ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ–ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება.