ზუგდიში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებს შსს.
ზუგდიდში, გუშინ, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.