ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გვიან ღამით ორი ნიღბიანი, დანით შეარაღებული პირი მივიდა და 1 500-დან 3 000 ლარამდე ნავაჭრი თანხა წაიღო.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები დაკითხვაზე არიან გადაყვანილნი.