შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა, რაც ქურდობას გულისხმობს.
“ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა”,– წერია შსს–ს განცხადებაში.