ზუგდიდში ერთ-ერთ უბანზე, “ფორმულას” ჟურნალისტს ელექტროშოკით დაემუქრნენ

ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირი ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

“ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია”. – განაცხადა ჩადუნელმა.