ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ენმ–ს წევრს, რომან გოცირიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ზუგდიდში მაჟორიტარად კენჭისყრაზე არ უფიქრია.
რომან გოცირიძემ თქვა, რომ ზუგდიდში ენმ აპირებს კანდიდატის დაყენებას, ამიტომ გამორიცხულია, რომ მისმა პარტიამ უგულავას დაუჭიროს მხარი, თუ ის ზუგდიდში იყრის კენჭს.
“ჩემო ძვირფასო ბატონო რომან. “ევროპული საქართველო” არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” ასე მოიქცევა.
ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, – მიმართავს უგულავა გოცირიძეს.