ზუგდიდში მაღაზიიდან ნისიების რვეული და “საოჯახო ნაყინი” მოიპარეს

ზუგდიდში, ბერიას ქუჩის ბოლოს მდებარე მაღაზია გატეხეს და ნისიების რვეული მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ, radioatinati -ავრცელებს.  მაღაზიის მფლობელის თქმით, ნისიების რვეულის გარდა, მხოლოდ ერთი ცალი “საოჯახო ნაყინი” წაიღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.