ზუგდიდში, “მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტის სახლს ესროლეს – ნიკა ნარსია

მოძრაობა საქართველოსთვის წევრი ნიკა ნარსია აცხადებს, რომ ზუგდიდში, მათი ერთ-ერთი აქტივისტის, გელა შედანიას სახლის მიმართულებით უცნობმა პირმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ გაისროლა. ნარსიას თქმით, გასროლის დროს სახლში არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ.

“ზუგდიდში, მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტის, გელას სახლის მიმართულებით მოხდა გასროლა. ბავშვები იყვნენ სახლში და ვიღაც გარეწარმა ისროლა უკვე მეორედ. გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი და დღესაც. ანუ ყოველდღე დადის ვიღაც და ზუგდიდში, სახლში ესვრის ჩვენს მეგობარს. ბავშვები არიან აწიოკებულები, ტიროდნენ, შოკში არიან.

ჩვენ დილის 5 საათიდან მივდივართ ზუგდიდში. ყოველგვარი კანონის დაცვით, ხვალ ზუგდიდის პოლიციის უფროსს მოვთხოვთ ამ საქმის კონტროლზე აყვანას და იქ, გელას სახლთან პოლიციის 24-საათიან მორიგეობას. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პიკი და რუსეთი უკვე”, – განაცხადა ნიკა ნარსიამ.