ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათ მიერ გამოკვლევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან ორი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. კორონავირუსი თეთრიწყაროს კლასტერის ორ წევრს, 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდათ. ისინი დედასთან ერთად ანაკლიის საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული, თუმცა დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამშაბათს გამოიკვლიეს. სულ ანაკლია განმუხურის საკარანტინო ზონიდან 73 ნიმუში გამოიკვლიეს. 43-ის პასუხი უარყოფითია, დანარჩენის პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.