ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ დააკავეს

ზუგდიდში,  სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს მე-20 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან,  გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია. ისინი ფოთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.  მათ ხულოგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

დაკავებამდე, გიორგი მუმლაძესა და მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის დაპირისპირება იყო. უბანზე დამკვირვებლად მყოფ მუმლაძეს ”ქართული ოცნების” კოორდინატორებმა უთხრეს, რომ ზუგდიდელი არ იყო და იქ არ უნდა ყოფილიყო.