ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან, თავდამსხმელმა სავარაუდოდ ერთი მძევალი გაათავისუფლა. ქალმა შენობა ცოტა ხნის წინ სამართალდამცველების თანხლებით დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ბანკში ამ დროისთვის 18 მძევალი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. ის შეიარაღებულია ხელყუმბარით და ცეცხლსასროლი იარაღით. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს ითხოვს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.