ზუგდიდში 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მკვლელობა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც მოზარდებს შორისი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაჭრილი ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ოდიში ნიუსი წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ე.წ. “შტირი” (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) მუცელში ჩაარტყეს
ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით პოლიციამ ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც თავადაც არასრულწლოვანია.