ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პირი დააკავეს

ზუგდიდში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის გამო 17 წლის პირი დააკავეს. უწყება 2005 წელს დაბადებული ე.ც.-ს არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.