”ქალბატონი სალომეს განცხადებაზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე ძალიან მოკლედ შევეხებით მისი ბრიფინგის რამდენიმე პარაჟს.

დავიწყებთ საერთო შეფასებით და ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურბაიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და, მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არ აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე 1 კვირით ადრე აცხადებს, რომ “არგუმენტები არ დაგვრჩა და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ მცირე შანსი რჩება”, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ. ”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს  პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე.