“პრეზიდენტის განცხადება მე მგონი ერთადერთია, ვის გამოსვლაშიც იყო უდავოდ ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი რამდენიმე გზავნილი. დიდად იმედი არ მაქვს, რომ ყურს დაუგდებენ, მაგრამ არ მგონია, მმართველი პარტიისთვის იოლი მოსასმენი ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას ითვალისწინებდა. პირველ რიგში, ის რომ აუცილებელია სათანადო პირობების შექმნა და ღირსების დაცვა პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოსი. ამის არგააზრება უბრალოდ ნიშნავს, რომ არ ესმით ხელისუფლებაში მყოფ პირებს, ინსტუტიუციურად რას ნიშნავს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია […]
ეს განცხადება ნიშნავდა საყვედურს, სრულიად განსხვავებულ პოზიციას და გამიჯვნას”
ასე აფასებს პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა “რთულად განსახორციელებელია”. ასევე, მისი თქმით, დაცული უნდა იყოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა და ღირსება.