“წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ – საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყო. სამწუხაროდ, მან, მისი გადაწყვეტილებით არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში.
თუმცა დღევანდელ კონფერენციას, ფორმატი ჰქონდა შემდეგი, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება – მთავარი და საპარლამენტო განზომილება, ორი მთავარი ხელისუფლების შტო, მუშაობდა ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი”
აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.