კოორდინაციის ფარგლებში დღეს დაიგზავნა და იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპელ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ამ მომენტისთვის ძირითადად უკრაინას – თავდაცვის ახალ პროექტებსა და დაფინანსებას, სადაც არ წერია ერთ-ერთ თემად საქართველო და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ არ შეიძლება, რაც არ უნდა იყოს სხვა პრიორიტეტები და გასაგებია ჩვენთვისაც, რომ ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს და უნდა იყოს პრიორიტეტად აღქმული, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება არ იყოს გარკვეული ყურადღება იმაზე, რაც ხდება საქართველოში – ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესია საქართველოს მიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა, ეს ბრძოლა გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე და შემდეგ იმაზე, რომ დღევანდელი მმართველი რეჟიმი მიდის ამ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა.

ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული როცა დისკუსია იქნება შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ უსაფრთხოება გაძლიერდეს და შავ ზღვაზე დღევანდელი ქართული ოცნება აპირებს, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნას, ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ არის საქართველო ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოებაში და უნდა იყოს განხილული. და ასევე, როცა ლაპარაკი არის იმაზე რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენთან არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული, იმ დროს, როცა მიდის მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე.

საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა არსებობდეს დღეს ისეთი გამოწვევები, რომლებიც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას – ეს იყო მიზანი ჩვენი წერილის. ასევე წერილში მოთხოვნა არის, რომ მომავალ ევროპულ საბჭოზე ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი დღის წესრიგში და მანამდე, მზადყოფნა იმისი, რომ მეც და კოორდინირებული პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომლებიც დღეს ისმება საქართველოში და რომელიც უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ.

ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.