საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.