ზურაბიშვილი ზელენსკის მოუწოდებს, უკრაინის ელჩი საქართველოში დააბრუნოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვოლიდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს.

“როგორც შარშან, 9 აპრილს ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე დღეს, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი”,– თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზელენსკი უკრაინის ელჩი მას შემდეგ გაიწვია, რაც საქართველოს მთავრობამ მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრების საშუალება არ მისცა და არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.