“ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია, იმიტომ რომ ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც არის, რომ თავისუფლად აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არაა. ის იქცევა ისე როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სამწუხაროა, ერთადერთი მიზეზი რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, უცხოეთშიც მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. კიდევ ერთხელ, ის არ წარმოადგენს საქართველოს”.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტზე, რომელიც მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა.