ზურაბიშვილი კომენდანტის საათის დროს სვეტიცხოველში წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  კომენდანტის საათის დროს სვეტიცხოველში წირვას დაესწრო. ერთერთმა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს, პრეზიდენტისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ტაძარში სალოცავად იყო მისული.

„საქართველოს პრეზიდენტს უნდოდა ელოცა საქართველოს გაერთიანებითვის, ლაზარეს აღდგინების დღეა. რატომ მოითხოვს, რომ იმან თქვას. სად გაიზარდეთ, ხალხო? მოვიდა წირვაზე, ილოცა. ერთი საათი მაინც სჭირდება, რომ დალაგდეს, მიიღოს, ის ეზიარა. თქვენ კიდე მოდიხართ და ეს როგორ არის, ის როგორ არის”, – ამბობს მღვდელმსახური.